5°C
ხუთშაბათი
-1°C / 5°C
პარასკევი
-2°C / 3°C

ბატონისციხე, გვიანდელი ფეოდალური ხანის საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი ქ. თელავში, კახეთის მეფეთა რეზიდენცია XVII-XVIII საუკუნეებში. კომპლექსში შედის ციხის ზღუდე ორი ალაყაფის კარით, მეფეთა სასახლე, აგებული XVII საუკუნის 60-იან წლებში, კარის ორი ეკლესია, აბანო, გვირაბი. ზღუდი სშიგნით მოთავსებული იყო სახელმწიფო დაწესებულებათა შენობები, უფლისწულთა სასახლე და სემინარია (შემორჩენილია მისი ნაშთი). XIX საუკუნის II ნახევარში დაზიანებული კომპლექსი შეაკეთეს და ახალი შენობებიც დაუმატეს (სასულიერო სასწავლებელი, ე. წ. "ხაზინა", სატუსაღო, სამრეკლო და სხვა).

View the embedded image gallery online at:
http://savaneti.com/ka/sightseeing-ge/telavi-ge#sigFreeIdbcf32e908d