4°C
ხუთშაბათი
-1°C / 5°C
პარასკევი
-2°C / 3°C

საქართველო ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა ევროპაში და ამას არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს. გათხრების შედეგად ნაპოვნია მევენახეობისა და ღვინის წარმოების ნიშნები - 7000 წლის წინანდელი ყურძნის წიპწები და სხვადასხვა ფორმის ანტიკური ჭურჭელი. საქართველოს რეგიონებს შორის მევენახეობით ყველაზე განთქმული კახეთია. სასტუმროს გააჩნია მარანი, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ სასტუმროს მარანში წარმოებული კახური ტრადიციული მეთოდით დაყენებული თეთრი და წითელი ღვინო, გაეცნონ ღვინის დაყენებისა და ყველის დაძველების ტექნოლოგიებს, მონაწილეობა მიიღონ რთველში, დაწურონ ყურძენი საწნახელში, ქვევრში დააყენონ ღვინო, და შემდგომ ჩამოასხან საკუთარი სახელობის ღვინო. დამატებით თავად გამოხადონ “ჭაჭა” ჭაჭის მინი-ქარხანაში (“ზაოდი”), გამოაცხონ “დედას პური” თონეში და ამოავლონ ჩურჩხელა, შეისყიდონ ადგილობრივი პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები.

View the embedded image gallery online at:
http://savaneti.com/ka/cellarl-ge#sigFreeId7f5c2b0117